Sunday, May 28, 2017


მეშვიდე დღის რეფლექსია

მეშვიდე დღის გაკვეთილი ტრენინგზე ძალიან საინტერესო და შრომატევადი იყო.ნაყოფიერად ვიმუშავე ბუკლეტის შექმნაზე.გადმოვწერე სურათები თემასთან დაკავშირებით და გავაფორმე.შემდეგ ვისწავლეთ,როგორ უნდა შეიქმნეს მოსწავლის სამუშაო გეგმა.ჩავინიშნე საკითხები,რომ შევქმნა  დავალება.ძალიან კმაყოფილი დავრჩი ჩემი მუაობით.

Saturday, May 27, 2017

მეექვსე დღის რეფლექსია

მეექვსე დღისგაკვეთილი საკმაოდ რთული იყო, ახაალი მასალის ათვისებისას ბევრ  სირთულეს წავაწყდი.მაგრამ მოვინდომე და მინიმუმი მაინც შევძელი. მე გავიგე,რომ პროექტისათვის აუცილებელია ბუკლეტის შექმნა.ამისათვის სურათები და ინფორმაცია უნდა მოვიძიოთ.ვისწავლე სურათების გადმოწერა და ბუკლეტის შექმნა.კმაყოფილი დავრჩი.

Sunday, May 21, 2017

მეხუთე დღის რეფლექსია

მეხუთე დღეს ტრენინგზე განვიხილეთ თუ რა აქტივობები და ინსტრუმენტები უნდა გამოვიყენოთ პროექტის მსვლელობისას.შემდეგ შერჩეული აქტივობები შევიტანეთ შეფასების მოკლე მონახაზში.
აგრეთვე გეგმაში შევიტანეთ გამოყენებული რესურსები.

Saturday, May 20, 2017

მეოთხე დღის რეფლექსია

 დღეს ტრენინგზე განვიხილეთ როგორ უნდა ვიმუშაოთ დიფერენცირებულად, როგორი დავალებები უნდა მივცეთ სუსტ, არაქართველ და ნიჭიერ მოსწავლეებს. შემდეგ შევიტანეთ  პროექტის გეგმაში.

Sunday, May 14, 2017

მესამე დღის რეფლექსია

დღევანდელ ტრენინგზე განვიხილეთ საშინაო დავალება,შევიტანეთ პროექტის მიზნები, დავწერეთ შეკითხვების ჩვენი ვერსიები. განვიხილეთ კითხვათა ტიპები და რიგით შევიტანე  პროექტის გეგმაში.

Saturday, May 13, 2017

მეორე დღის რეფლექსია

დღეს ტრენინგზე-პროექტის შაბლონში შევიტანე შინაარსი,  ჩამოვტვირთე ეროვნული გეგმის სტანდარტები და ინდიკატორები, ჩამოვტვირთე 21-ე საუკუნის უნარები.  გავხსენი ბლოგი.